2 ოქტომბერი, 2015

გიორგი გაგნიძის ფურორი ლოს ანჯელესში

1gagnidzeქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე ლოს ანჯელესში გასტროლით იმყოფება და სრული ტრიუმფით მონაწილეობს ოპერაში “ჯამბაზები”.

ქართველი ბარიტონი ლოს ანჯელესში პლასიდო დომინგოს მიწვევით ჩავიდა. ლოს ანჯელესიდან გიორგის ნიუ იორკში ელოდებიან, საიდანაც იაპონიაში გადაინაცვლებს.

გიორგი გაგნიძეს “არტინფო” ლოს ანჯელესში” დაუკავშირდა:

“ლოს ანჯელესში ვიმყოფები მაესტრო პლასიდო დომინგოს მოწვევით და მომიწია აქ ოპერა ჯამბაზების შესრულება. უკვე 5 სპექტაკლი ვიმღერე და სულ გაყიდულია ბილეთები ყველა წარმოდგენის. ჯანი სკიკის მაესტრო დომინგო ასრულებს, მერე ჯამბაზებს დირიჯორობს, სადაც მე ტონოს ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებ. ის მართლაც აღფრთოვანებას ვერ მალავს და მოსწონს ჩემი შესრულებული. აქედან მივემგზავრები ნიუ ორკში, სადაც შევასრულებ ოპერა რიგოლეტოში რიგოლეტოში და მერე იაპონიაში, ტოკიოში ვიმღერებ ფალსტაფს ფალსტაფში.

ლოს ანჯელესში კი ისევ, სავარაუდოდ, 2017 წელს დავბრუნდები.”