17 ოქტომბერი, 2015

გიგი ადამაშვილი ფინალისტია

1gigi-adamashvili-finalistia16 წლის მომღერალი გიგი ადამაშვილი მსმენელმა ახალი საბავშვო ქართული ხმიდან გაიცნო. წელს მან უკრაინულ იქს ფაქტორში მიიღო მონაწილეობა, ჟიურის წევრების ატირებაც მოახერხა და ოთხი “კიც” დაიმსახურა.

ახლა გიგი კიდევ ერთ კონკურსში მონაწილეობს. “გახდი ვარსკვლავი” – ასე ეწოდება ახალ მუსიკალურ შოუს, სადაც კონკურსანტებს მსმენელთან ერთად სპეციალური ჟიური აფასებს. პირველი სეზონის ჟიურიში ბერა ივანიშვილი და ზაკ რისი არიან, რომელიც ქართველმა მაყურებელმა პროექტის “ერთი ერთში” ქორეოგრაფად და ჟიურის წევრად გაიცნო.

სულ პროექტში 26 კონკურსანტი მონაწილეობს და მათ გამარჯვებისთვის ბრძოლა 10 კვირის განმავლობაში მოუწევთ. პირველი ფინალისტი უკვე ცნობილია – გიგი ადამაშივლი.

25 დეკემბერს კი მუსიკალური შოუ თავისი პირველი სეზონის გამარჯვებულს დაასახელებს.