14 ოქტომბერი, 2015

გია დანელიას ვარსკვლავი თბილისში

1gia-danelia2015 წელი ქართველი კინორეჟისორისთვის გია დანელიასთვის საიუბილეოა. მას 85 წელი შეუსრულდა. ყველაზე სევდიანი კომედიების ავტორს საიუბილეო თარიღი სამშობლომ გამორჩეულად მიულოცა.

თბილისში, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ საქართველოს სახალხო არტისტისა და რეჟისორის გია დანელიას სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნის ინიციატორი საქართველოს კულტურის პალატა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატია.

“მიმინო”, “არ დაიდარდო”, “აფონია”, “ქინ ძა ძა” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც გია დანელიამ გადაიღო და თავისი ხელწერით გამორჩეული კვალი დატოვა კინოში.

კინოთეატრ “რუსთაველის” წინ უკვე გახსნილია ნატო ვაჩნაძის, ლეილა აბაშიძის, ოთარ კობერიძის, დოდო ჭიჭინაძის, ლიანა ასათიანის, რეზო ჩხეიძის, ავთანდილ მახარაძის, ლანა ღოღობერიძის ვარსკვლავები. მათ რიცხვს ამიერიდან გია დანელიას ვარსკვლავიც შეემატა.