21 ოქტომბერი, 2015

განო მელითაურის ცხოვრებაში სიახლეა

1ganoკოტე თოლორდავას მეუღლე განო მელითაური სულ ახლახანს გახდა დედა და ეს ბედნიერება უკვე მესამედ განიცადა. ასეთი ბედნიერების პარალელურად, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში PR აკადემიამ ვარშავის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის წარდგენის ცერემონიალი მოაწყო.

რვა მაგისტრანტს შორის განო მელითაურიცაა, რომელიც სტუდენტობას უბრუნდება და ლექციებზე სიარულსაც აქტიურად აპირებს, რადგან მისივე თქმით, ლექციები საღამოსაა და ეს ფაქტორი თვითმკვლელობაზე ფიქრისთვის დროს აღარ დაუტოვებს.