15 ოქტომბერი, 2015

ეროვნული ბიბლიოთეკის საჩუქარი დედაქალაქს

1erovnuli-bibliotekaსაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ყოველთვის ანებივრებს დედაქალაქს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საჩუქრებით და სიახლეებით. თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული ბიბლიოთეკა განსაკუთრებულ საჩუქარს ამზადებს – 16 ოქტომბერს მესამე კორპუსის ეზოში მარო მაყაშვილის სახელობის ბაღი გაიხსნება.

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიხსნება გამოფენაც, სადაც წარმოდგენილი იქნება მაყაშვილებისა და კოტეტიშვილების საოჯახო ალბომებში შემონახული და ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული დღემდე ნაკლებად ცნობილი მასალები.

მარო მაყაშვილი წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის ასაკში მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. ის სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში ყუმბარის ნამსხვრევით. მარო მაყაშვილი იუნკრებთან ერთად ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს, რომელიც ამჟამად რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის ტერიტორიაზეა განთავსებული. შემორჩენილია მარო მაყაშვილის დღიურები და წერილები. ის ლიტერატურის მუზეუმმა წიგნად გამოსცა. ზაქარია ფალიაშვილმა კი მარო მაყაშვილის სახელის უკვდავსაყოფად თავის ოპერაში “დაისი” მთავარ გმირს მარო დაარქვა.