Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ელისო ვირსალაძე დააჯილდოვეს

29 ოქტომბერი, 2015

1eliso-virsaladzeგამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე დააჯილდოვეს. თელავის მუსიკალური ფესტივალის ავტორი სპეციალური წოდების მფლობელი გახდა.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორატში პიანისტის მეგობრები, კოლეგები, სტუდენტები, საფორტეპიანო კათედრის პროფესორები შეიკრიბნენ.

კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ ელისო ვირსალაძეს სამუსიკო ხელოვნებასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

ამ წოდების აღმნიშვნელი საპატიო დიპლომი პიანისტს საზეიმო ვითარებაში გადაეცა. კონსერვატორიაში მოწყობილ შეხვედრაზე ელისო ვირსალაძემ სამომავლო ინტენსიური თანამშრომლობისა და პედაგოგიური აქტივობის შესახებ გეგმებზეც ისაუბრა.