6 ოქტომბერი, 2015

ელისო ბოლქვაძეს ახალი წოდება მიანიჭეს

1eliso-bolkvadze-kavaleriaმსოფლიოში ცნობილ ქართველ პიანისტს ელისო ბოლქვაძეს ახალი წოდება მიანიჭეს. იუნესკოს მშვიდობის არტისტს საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთგაცვლების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფლერ პელერენმა კავალერის წოდება მიანიჭა.

სახელმოხვეჭილი პიანისტის, ქალბატონი ელისო ბოლქვაძის საერთაშორისო კარიერა შვეიცარიასა და საფრანგეთში დაიწყო, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში, რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყანებში გაგრძელდა. იგი მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია და უამრავი კომპაქტ დისკი და ალბომი აქვს ჩაწერილი ისეთ ფირმებთან, როგორიცაა “Sony” და “Cascavelle”.

ელისო ბოლქვაძის შეუპოვარი ძალისხმევის წყალობით უკვე სამი წელია, რაც ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი ტარდება. ის მსოფლიო საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ხელოვანია, რასაც თავისი მოღვაწეობით ადასტურებს და რაც ოფიციალურად იქნა აღიარებული – მას 2015 წლის 22 იანვარს “იუნესკოს მშვიდობის ხელოვანის” წოდება მიენიჭა.

ქართველი პიანისტის საფრანგეთის დიდი მეგობარია და შესანიშნავად ფლობს ფრანგულ ენას. მან განათლება ნაწილობრივ საფრანგეთში მიიღო და მისი ტალანტი იქ გამართულ მრავალრიცხოვან კონცერტებზე გაიფურჩქნა. მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ხელოვნების სფეროში ურთიერგაცვლების განვითარებაში.