8 ოქტომბერი, 2015

ეკა დობორჯგინიძე: ,,ქართული პანტომიმა კლასიკაა’’

eka-doborjginidzeვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge გთავაზობთ ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

ეკა დობორჯგინიძე 23 წლისაა, დასაოჯახებელი. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2010 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული სპექტაკლებში: „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე“, “სამყარო“, „STOP AIDS“, “ლუარსაბი”, „დონ ჟუანი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

ეკა დობორჯგინიძე:

– პანტომიმა დიდი ხელოვნებაა, სადაც თავს თავისუფლად ვგრძნობ, თავისუფლება კი ჩემთვის ბედნიერებაა. მსახიობობა ბავშობიდან მინდოდა, თუმცა პანტომიმაზე მშობლების გადაწყვეტილებით ჩავაბარე. შემდეგ მომეწონა შემიყვარდა და დავრჩი.

ჩემი საყვარელი სპექტაკლია „ქრისტე”, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ლუარსაბი“. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მრჩება ყოველთვის, როცა სცენაზე ვდგავარ და ვთამაშობ, თუმცა გამოვარჩევდი სპექტაკლს „ლუარსაბი“, სადაც დარეჯანი ვითამაშე.

eka-doborjginidze1

საოცნებო როლი არ მაქვს, თუმცა დიდი სურვილი მაქვს ბევრი სხვადასხვა ტიპაჟი ვითამაშო. პანტომიმის სირთულე კი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა გქონდეს კარგი პლასტიკა და კარგად ფლობდე სხეულს, ოსტატობა ყველა მსახიობს ბუნებრივად უნდას ჰქონდეს, რასაც ვერ შეიძენ.
ჩემი რჩეული მსახიობები პანტომიმაში არიან ამირან შალიკაშვილი, ჩარლი ჩაპლინი, ლუკა ჩხაიძე.

ევროპულ და ქართულ პანტომიმაში დიდი განსხვავებაა სტილში, მოძრაობაში. ვფიქრობ, ქართული პანტომიმა კლასიკაა, რომელიც არცერთ ქვეყანას არა აქვს.

პანტომიმის თეატრს ვუსურვებდი ახალ შენობას, ახალ თეატრს, ულევ პრემიერას ულევ მაყურებელთან ერთად და გასტროლს რაც შეიძლება ხშირად.