Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დავით დოიაშვილი დააჯილდოვეს

17 ოქტომბერი, 2015

1dato-doiashviliმუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი დააჯილდოვეს. ინფორმაციას და დაჯილდოების ამსახველ ვიდეომასალას მისი მეუღლე ქეთი ენდელაძე ავრცელებს.

რეჟისორმა პრიზი ხელოვნებაში სრულყოფილებისთვის მიიღო.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა “საჩუქარი” ტრადიცია არც წელს დაარღვია და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი რამდენიმე ხელოვანს გადასცა.

სიმბოლურია, რომ მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლეს სწორედ პედაგოგის სახელობის პრიზი მიენიჭა.

დავით დოიაშვილთან ერთად წელს ამ პრიზით დაჯილდოვდნენ მარინა ჯანაშია, ნანა ფაჩუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, მანანა მენაბდე, გია ყანჩელი და საშა ვალცი.

1doiashvili-daajildoves