13 ოქტომბერი, 2015

ბუბა კიკაბიძემ ქუჩის მომღერლობა დაიწყო

1buba-quchashiმსახიობმა და მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ ქუჩის მომღერლობა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მას ჯანმრთელობასთან დაკავშრებული სერიოზული პრობლემები აქვს და მკურნალობის კურსსაც იტარებს, სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია.

ბუბა კიკაბიძე საქართველოში დაგეგმილ კონცერტებში აღარ მონაწილეობს, ამიტომაც მონატრებული მსმენელისთვის სამღერად ალტერნატიული ვარიანტი გამონახა და ქუჩის მუსიკოსი გახდა.

ამჟამად ხელოვანი უკრაინაში იმყოფება, სადაც ორწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილ “ვერის უბნის მელოდიებში” მონაწილეობს. ოდესაში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, ბუბამ კიევშიც გაისეირნა, სადაც ქუჩის მუსიკოსებთან ერთად ერთ-ერთი მეტროს წინ იმღერა და სპონტანურად შეკრებილი მსმენელისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა. მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, გია ყანჩელის უკვდავი “ჩიტო გვრიტო” გია დანელიას გენიალური ფილმიდან “მიმინო”.

ბუბა კიკაბიძის მიერ ქუჩაში ჩატარებული მინიკონცერტის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში გავრცელდა.

 

Вахтанг Кикабидзе выступил с уличными музыкантами на станции метро “Площадь Льва Толстого” в Киеве

Posted by Грузия on Tuesday, 13 October 2015