Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

,,ბროწეულის ფერი’’ საუკეთესო ფილმების ათეულშია

26 ოქტომბერი, 2015

1sofikoსერგო ფარაჯანოვის ერთ-ერთი შედევრი “ბროწეულის ფერი” საუკეთესო ფილმების ათეულში მოხვდა. კინოსურათი თავდაპირველად “საიათ-ნოვას” სახელწოდებით გამოვიდა, რადგან ფილმში ცნობილი თბილისელი აშუღის საით-ნოვას ბიოგრაფიაა.

რეჟისორის ნამუშევარი ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ შედევრად აღიარეს. საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვის კინოსურათი აკრძალა, რეჟისორი კი დააპატიმრა და გადაასახლა.

ფილმში, რომელიც XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის აღიარებული, მონაწილეობენ გიორგი გეგეჭკორი, მედეა ჯაფარიძე, სპარტაკ ბაღაშვილი, სოფიკო ჭიაურელი. ეს უკანასკნელი ფილმში ექვს როლს თამაშობს.

ფარაჯანოვის “ბროწეულის ფერი” მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის ანდრეი ტარკოვსკის იმ რჩეული ფილმების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს.

“არტინფო” ამ ფილმების ათეულს გთავაზობთ:

1. The Colour of Pomegranates – რეჟისორი სერგო ფარაჯანოვი;

2. Winter Light – რეჟისორი ინგმარ ბერგმანი;

3. L’avventura – რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი;

4. Nazarín – რეჟისორი ლუის ბუნუელი;

5. Throne of Blood – რეჟისორი აკირა კუროსავა;

6. Ugetsu Monogatari – რეჟისორი კენჯი მიძოგუჩი;

7. Diary of a Country Priest – რეჟისორი რობერტ ბრესონი;

8. L’Atalante – რეჟისორი ჟან ვიგო;

9. City Lights – რეჟისორი ჩარლზ ჩაპლინი;

10. Earth – რეჟისორი ალექსანდრ დოვჟენკო.