20 ოქტომბერი, 2015

ანზორ ერქომაიშვილის საჩუქარი საქართველოს

1anzor-erqomaishvilis-wigniანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი და ლოტბარი ანზორ ერქომაიშვილი საქართველოს კიდევ ერთ საჩუქარს უმზადებს. მან უკვე დაასრულა მუშაობა მორიგ ახალ პროექტზე, რომელიც ისევ და ისევ ქართულ ფოლკლორს ეძღვნება.

“ჩემი ბაბუა არტემ ერქომაიშვილი” – ასეთია ახალი წიგნის სახელწოდება, რომელშიც თვითნასწავლი კომპოზიტორის, მომღერლისა და ლოტბარის არტემ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების უმნიშვნელოვანესი პერიოდებია გაერთიანებული.

არტემ ერქომაიშვილთან დაკავშირებით ახალ პროექტს ამზადება ფონდი “ქართული გალობა”  – არტემ ერქომაიშვილის პრემიას 10 000 ლარის ოდენობით. პრემია ნებისმიერი ასაკის ეროვნებისა და პროფესიის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მისი დამფუძნებლების მთავარი მოთხოვნაა ავტორის ნაშრომი ქართული გალობის მეცნიერულ კვლევას ეხებოდეს.