20 ოქტომბერი, 2015

ანრი ჯოხაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1anrd-mimartvaiმომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა თავისი პირდაპირობით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს და კოლეგებს მიმართავს.

ანრი ჯოხაძე:

“წლების მანძილზე იყო კონცერტები, სადაც ჟანრობრივად და კონცეფციიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დაეძახათ ჩემთვის, მაგრამ რატომღაც არ, ან ვერ ვახსენდებოდი ორგანიზატორებს, მაგრამ საჯაროდ არასოდეს გამილანძღავს იქ გამოსული მომღერლები და არც ორგანიზატორები, ასევე ყოველთვის მადლობელი ვიყავი იმ კონცერტებში მონაწილეობით, სადაც მეპატიჟებოდნენ.
თუ ასეთი ცუდი კონცერტი იყო როგორც ზოგიერთები ბედნიერად პოსტავთ, მაშინ გიხაროდეთ, რომ არავის გაახსენდით.
ასეთი კომენტარებით პირდაპირ ხაზგასმით აღნიშნავთ საკუთარ “ლუზერობას” უხერხულია ერთი კონცერტის გამო ერთმანეთის ასე მიჩათლახება.”

ანრი ჯოხაძის პათოსს იზიარებენ მისი სხვა კოლეგებიც.

გიორგი სუხიტაშვილი:

“შარშან არ ვყოფილვარ თბილისობის კონცერტზე და ბევრჯერ ბევვრგან არ ვყოფილვარ, ამის გამო არ გავბოროტებულვარ. შარშან არ ჩათვალეს საჭიროდ ჩემი გამოსვლა და არ დამიძახეს. წელს საჭიროდ ჩათვალეს და დამიძახეს, სიამოვნებით ვიმღერე ის, რაც ვიმღერე, გაისად თუ არ დამიძახებენ, არც მაგით არ შევქმნი ტრაგედიას და, მითუმეტეს, არავის არ გავლანძღავ.
მომღერლებს ნურავინ დაუწყებს გინებას და ლანძღვას, თქვენთვის რომ დაეძახათ რას იზავდით არ გამოხვიდოდით??? რა თქმა უნდა, გამოხვიდოდით და არ იტყოდით უარს იმ მიზეზით, რომ სუხიტა არ მონაწილეობსო.”

ნინი ბადურაშვილი:

“საყვარელო კოლეგებო, მეგობრებო! ბევრი წელი მეც არ მიმღერია თბილისობის გალა კონცერტზე, მაგრამ არასდროს არ მიმიყენებია შეურაცხყოფა იმ მომღერლებისთვის, ვინც იმ კონცერტებში მღეროდა! ერთი კონცერტის გამო ასე წყობიდან გამოსვლა ცოტა უხერხულია! გისურვებთ წარმატებებს!”

ქრისტინე იმედაძე:

“უი, დედა! არ დამირეკეს, მაგრამ არც მწყენია, ანუ მინდა არ მინდა განაწყნებულებში რად გამაწევრიანეთ?! არც თბილისზე სიმღერა არ გამაჩნია… უამრავი კონცერტი ჩატარებულა უჩემოდ… მერე რა მოხდა?! მე მიყვარს ჩემი კოლეგები… ნინასაც უყვარს, მაიკოსაც, ანრისაც, თაკოსაც, რატისაც.”