ანიტა რაჭველიშვილი ალცაიმერით დაავადებულებს დაეხმარება

1anita-daavadebulebs-daexmarebaმეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ალცაიმერით დაავადებულებს დაეხმარება. საოპერო მომღერალი ერთობლივ პროექტს ახორციელებს ჯგუფ PROFUSION-ის წევრთან ვლადიმერ სიჭინავასთან იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

იტალიაში ორი ძალიან წარმატებული ქართველი ექსპერიმენტულ პროექტს წარმოადგენს. ერთობლივი კომპოზიცია Wrinkled Maiden როკის და ოპერის ნაზავია. ვინც კომპოზიციას შეიძენს, არაკომერციულ ასოციაცია AIMA-ს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს და ამით ალცაიმერის სენით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება.

ჯგუფი PROFUSION 13 წლის წინ ქალაქ სიენაში დაარსდა. რამდენიმე დღეში ჯგუფი მორიგ ახალ ალბომს გამოუშვებს, სადაც ცნობილი ქართველი მუსიკოსებიც მონაწილეობენ, მათ შორის ანიტა რაჭველიშვილი და ჯგუფ “შინის” მომღერალი და პერკუსიონისტი მამუკა ღაღანიძე.