18 ოქტომბერი, 2015

ანდრია გველესიანი იქს ფაქტორიდან გაუშვეს

andrea-gvelesiani23 წლის ქართველი მომღერალი ანდრია გველესიანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ნამდვილი ფურორი მოახდინა თავისი გამოსვლით უკრაინულ იქს ფაქტორში და ნახვების რეკორდული რაოდენობა დააგროვა, პროექტს მიღმა დარჩა.

უკრაინულ იქს ფაქტორში კონკურსანტთა გადარჩევა გაიმართა და დასახელდნენ ის მომღერლები, რომლებიც ფინალისტობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

ინფორმაცია მისი შოუდან გაშვების შესახებ ანდრია გველესიანმა თავად გაავრცელა:

“ესეც “ტრენიროვაჩნი ლაგერი”. 10:58-ზე, გაკვრით ნაჩვენები ჩემი გამოსვლა… სამწუხაროა, რომ არ დაიდო ნამღერი (ვერ შევხედე უცხო თვალით ჩემ გამოსვლას) და როგორც მაშინ, ასევე ახლა, ჩემთვის გაუგებარი რჩება ჩემი გამოშვების მიზეზი.”