30 ოქტომბერი, 2015

აკაკი წერეთლის იუბილეს სხვიტორში იზეიმებენ

1AkakiTsereteli2015 წელი აკაკი წერეთლის საიუბილეო წერია. პოეტის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 175 წელი შესრულდა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ამ იუბილესთან დაკავშირებით, რამდენიმე მასშტაბური ღონისძიებაა დაგეგმილი.

საჩხერეში აკაკი წერეთლის 175 წლის იუბილე 31 ოქტომბერს აღინიშნება. სხვიტორიში აკაკი წერეთლის მუზეუმში გაიმართება საზეიმო ღონისძიებას „აკაკის დღე – პოეზიის დღესასწაული“.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, გაიხსნება სავანის მონაკვეთის რეაბილიტირებული საავტომობილო გზა, ძიძისეული ქოხის ეზოში მოეწყობა სახალხო საზეიმო სანახაობები, გაიმართება კონკურსების „აკაკის კალამი“ და „აკაკის პალიტრა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, ასევე აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

საჩხერის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება ვასილ ამაშუკელის პირველი ქართული დოკუმენტური კინოფილმი „აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში 1912 წელს“. იუბილეზე მოხდება ახალი სახალხო დღესასწაულის „საჩხერლობა 2015“ პრეზენტაცია, საჩხერის საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონია.

აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზეიმო კონცერტით დასრულდება.