19 ოქტომბერი, 2015

პაატა ბურჭულაძე დააჯილდოვეს

1burchსაოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის ჯილდოებსა და პრემიებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მედალი შეემატა. მსოფლიო ბანი საპატიო პრიზით საზეიმო ვითარებაში დაასაჩუქრეს.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მუსიკას ემსახურება და მსოფლიო კომპოზიტორების ცნობილ საოპერო არიებს მღერის, მან ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალისგან მიიღო.

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდარბაზში საერთაშორისო კინოფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ მეათედ საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ფესტივალის საპატიო „წმინდა ანდრიას ჯვრის“ მედალი პაატა ბურჭულაძეს გადაეცა. მასთან ერთად ამავე პრიზით დაჯილდოვდა კინორეჟისორი ელდარ შენგელაიაც.

დაჯილდოების შემდეგ, ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებამ მარიამ ადამაშვილის ფილმი ნახა, რომელიც მღვდელმონაზონ იოსებ მოხევეს ეძღვნება, ის XIX საუკუნეში სარწმუნოების გამო აწამეს.

საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 15 ფილმი, მათ შორის აზერბაიჯანელი, თურქი, უკრაინელი დაა პოლონელი რეჟისორების ნამუშევრები.

რიგით მეათე საერთაშორისო კინოფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი“ 22 ოქტომბერს დაიხურება.