29 ოქტომბერი, 2015

ვანდალური ფაქტები ვანის ქვაბების ეკლესიაში

1vanis-gvabქართული კულტურის მიმართ განხორციელებული ვანდალური ფაქტები ხშირდება. ერთ-ერთი მათგანი ვანის ქვაბების დასავლეთის მცირე ეკლესიაში განხორციელდა.

ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვანის ქვაბები გამოქვაბულების კომპლექსია, რომელიც მეუდაბნოების ხანაშია დაარსებული. ვანის ქვაბების დასავლეთის მცირე ეკლესიაში საუკუნეების წინ შეხიზნული ქალების მიერ შესრულებული მხედრული წარწერები დაზიანებულია. მათ შორის კედელზე დატანილი ვეფხისტყაოსნის ორი ფრაგმენტი.

სპეციალისტების აზრით, ასეთი ვანდალური ფაქტების აღსაკვეთად ერთადერთი გამოსავალი ამ უნიკალური წარწერების ჩამოხსნა და საიმედო ადგილზე გადატანაა, რადგან ძეგლის დაუცველობის გამო ისტორიული წარწერების და მოხატულობის წაშლის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

ვანის ქვაბების მონასტრის ბერები სახელმწიფოს მეტი ყურადღების გამოჩენას და დროულ რეაგირებას სთხოვენ.

1vanis-qvabebi