3 ოქტომბერი, 2015

განო მელითაური დედა გახდა

1gano-melitauris-sakeisroკოტე თოლორდავას მეუღლე, განო მელითაური დედა გახდა. მან ეს ბედნიერება მესამედ განიცადა, სამწუხაროდ, საყვარელი მეუღლის, კოტეს გარეშე. ტასოს და თარაშის შემდეგ, განოს კიდევ ერთი შვილი ეყოლა. პატარა საკეისრო კვეთით მოევლინა ამ ქვეყანას. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

3 ოქტომბერს დაბადებულ პატარა გოგონას განომ ელენე (ლოლა) დაარქვა. ჩვილი 3.330 კგ და 51 სმ-ია. ინფორმაცია და პატარას პირველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. განო უკვე უამრავ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს იღებს.

განო მელითაური კოტე თოლორდავას გარდაცვალების დროს უკვე სამი თვის ორსული იყო. კოტე გაზაფხულზე 35 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მსახიობი რუსეთში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვნეს. მოგვიანებით ექსპერიტიზის დასკვნა გახდა საჯარო, სადაც ეწერა, რომ კოტეს გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

1gano-melitauri-deda-gaxda