24 ოქტომბერი, 2015

უნივერსალური რჩევები გაბრიელ გარსია მარკესისგან

1markesis-rhcevebiკოლუმბიელი მწერალი გაბრიელ გარსია მარკესი თავისი შემოქმედებით პოპულარული და აქტუალურია. მას ერთგულ მკითხველთა მთელი არმია ჰყავს და ნებისმიერი სიახლე მარკესთან დაკავშირებით ელვის სისწრაფით ვრცელდება.

“არტინფო” ნობელიანტი მწერლის ციტატებს გთავაზობთ, რათა მისი შემოქმედების ჭეშმარიტებასა და სიდიადეში კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ.

***

ცხოვრება იდეალური მწერალია და მან ყველაზე უკეთ იცის თუ სად უნდა დასვას თავისი ლოგიკური წერტილი.

***

იმ დღეს, როდესაც ადამიანები პირველი კლასით იმგზავრებენ, ხოლო წიგნებს სატვირთო ვაგონით ატარებენ, მაშინ დადგება სამყაროს აღსასრული.

***

აუცილებელი არაა, ყველას უთხრათ სიმართლე, მაგრამ ყველაფერი, რასაც იტყვით, უნდა იყოს სიმართლე.

***

არცერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასოდეს აგატირებს შენ.

***

არასდროს მოიშორო სახეზე ღიმილი მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ, ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვარდეს.

***

მე არ მწამს ღმერთის, მაგრამ მეშინია მისი.

***

მე არ ვარ მდიდარი. მე ვარ ღარიბი კაცი, რომელსაც აქვს ფული – ეს ორი ცნება კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.

***

უძლეველი ძალა, რომლითაც დედამიწა ბრუნავს, ბედნიერი სიყვარული კი არა, უბედური სიყვარულია.

***

უსიყვარულო სექსი აწყნარებს მას, ვისაც სიყვარული არ გამოუცდია.

***

მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ.

***

მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ.

***

გახსოვდეთ, რომ ქორწინებაში მთავარი სტაბილურობაა და არა ბედნიერება.

***

ორი ცოლი უნდა ჰყავდეს კაცს: ერთი სიყვარულისათვის და ერთიც იმისთვის, რომ ღილები დაუკეროს.

***

თუ გინდა სიბერეში სიმშვიდეს მიაღწიო, ერთგულად უნდა დაუმეგობრდე მარტოობას.

***

ზოგიერთები გამოიკეტებიან მარტოობაში, სიყვარულში და ამ სიყვარულის მარტოობაში, ხოლო მათი სიყვარული ამ სიყვარულშივეა ჩაძირული და ჩაფერფლილი და ცხოვრობენ ერთ დიდ, უკაცრიელ სამყაროში, სადაც სიყვარულია ერთადერთი და მარადიული რეალობა და ერთ არსებად ქცეულნი ნელ-ნელა იძირებიან მარტოობაში.

***

ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

***

ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო.

***

ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი.

***

შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.

***

არ დახარჯო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს.

***

გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი თუ ვინ ხარ, სანამ შეხვდები ახალ ადამიანს იმ იმედით, რომ შენ ის გაგიგებს, შეგიცნობს.

***

შეიძლება ღმერთს სურს, რომ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვდები იმ ერთადერთს… იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერნი ვიყოთ.

***

ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ, ცოტა ფრთხილად იყავი.

***

ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას, ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება.

***

ყოველი ნივთი ცოცხალია, მხოლოდ უნდა გააღვიძო მისი სული.

***

ყოველი წამი ცხოვრების კიდევ ერთი შანსია.

***

ყველაფერს, რაც ხდება, თავისი მიზეზი აქვს.

***

უნდა მოვუსმინოთ ბავშვს, რომელიც ოდესღაც ცხოვრობდა ჩვენში, რომელიც იყავი ოდესღაც და ახლაც არსებობს სადღაც შენს სიღრმეში. თუ მას მოვუსმენთ, ჩენი თვალები ისევ გაბრწყინდება, თუ მის მოსმენას არ შევწყვეტთ, არ შევწყვეტთ ცხოვრებასთან კავშირსაც.

***

ასაკი ის არ არის, თუ რამდენი წლის ხარ, არამედ ის, თუ როგორ გრძნობ მას.

***

საბოლოოდ შეუძლებელია არ გახდე ის, ვინადაც გთვლის ყველა.

***

ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უცქიროს მეორეს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება.

***

აიხდინე შენი ოცნებები, ახლა სწორედ ამის დროა.