20 სექტემბერი, 2015

ზუმბა: ,,ჩემი ნუ შეგშურდებათ!’’

1zumbas-mimartvaსაქართველოდან ამერიკაში გადახვეწილი ზუმბა ახლობლებს და მეგობრებს მიმართავს და მოუწოდებს მისი არც არაფერი გაუკვირდეთ და არც არაფერი შეშურდეთ.

ზუმბა:

“ერთ რამეს გეტყვით დიდი სიყვარულით, განსაკუთრებით ახლობლებს და მეგობრებს.

ჩემი ნურაფერი გიკვირთ და ნურც ნურაფერი შეგშურდებათ. მეც საბჭოთა კავშირში დავიბადე და როცა გავიზარდე, მერე მივხვდი ყველაფერს თანდათანობით. ჩემი სამშობლო, საქართველო, სიგიჟემდე მიყვარს და ვემსახურები სიცოცხლის ბოლომდე. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნად არც ერთი წყობა არაა იდეალური, მათ შორის არც კაპიტალისტური და მით უმეტეს, პოსტ საბჭოთა, მაგრამ სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებზე რაიმე გლობალურ კომენტარს იკადრებთ, ჯერ ფიზიკურად მაინც უნდა იგრძნოთ აქაურობა, თუნდაც ცოტა ხნით ჩამოხვიდეთ და აქედან დაინახოთ თქვენი თავი და მერე მთელი მსოფლიო.”