2 ოქტომბერს იპოდრომზე ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რომელიც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებდა. საღამო SET FEST-ის ფარგლებში იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილ თავლაში იყო დაგეგმილი.
SET FEST-ის წარმომადგენელი მირანდა ესაკია ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
SET FEST-ის გუნდს, სამწუხაროდ, არც მინისტრი გვყავს ნათესავი და არც ვინმე დაახლოებულ პირს ვიცნობთ ახლოს.
6 თვის წინ, როგორც რიგითი მოქალაქეები, მივედით იპოდრომზე, გავიცანით იპოდრომის ადმინისტრაცია, მოვუყევით მათ რა გვიკეთებია საქართველოში 9 წლის განმავლობაში და ვთხოვეთ, დაეთმოთ ჩვენთვის ცხენების ყოფილი თავლა. იპოდრომის ადმინისტრაციამ სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმო ტერიტორია, დაგვეხმარა რითაც შეეძლო და ამისათვის უდიდესი მადლობა მათ.
ჩვენ 6 თვის განმავლობაში 64 სატვირთო მანქანით გავიტანეთ ნაგავი ტერიტორიიდან, გავწმიდეთ თავლა, თავად ვწმენდდით ტერიტორიას შაბათ-კვირას, ვუვლიდით ტერიტორიას როგორც შვილს, როგორც SUMMERSET -ს …
დღეს ვიგებთ, რომ თურმე გიორგი სიგუამ გადაწყვიტა, “სანაცნობო წრის გამოყენებით” ტერიტორია აიღოს გრძელვადიანი მფლობელობით და ჩვენ 2 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიება “არ ჩაგვატარებინოს”.
გეკითხებით თქვენ, გიორგი სიგუა:
მახსოვს 2 წლის წინ, როდესაც თქვენ ტურიზმის დეპარტამენტის უფროსი იყავით SUMMERSET–თან დაკავშირებით შეგხვდით. მაშინ “ელექტრო მუსიკა” (იმ დროს ასე ეძახდით) საერთოდ არ იცოდით რა იყო! მახსოვს Faithless-ი რა არისო, მკითხეთ… მიხარია, რომ კაზანტიპის პროექტის შემდეგ ძალიან შეგიყვარდათ ეს სფერო. ისე შეგიყვარდათ, რომ ნიკიტას 20 წლიანი ნაშრომი გადმოაკოპირეთ, GEMFEST დაარქვით და არც ეცადეთ რამე შეგეცვალათ კაზანტიპის პროექტში სახელის გარდა. მესმის, რომ თქვენი ეგო უფრო ძლიერია თქვენში ვიდრე მორალი, მაგრამ მაინც გეკითხებით: – თქვენ გგონიათ რომ ALLSET -თვის VENUE-ს დაბლოკვა, იმ VENUE-ს, რომელიც ჩვენ, ჩვენი ხელებით დავალაგეთ და შევქმენით იპოდრომის ადმინისტრაციის დახმარებით, კარგი დასაწყისია თქვენი თბილისური GEMFEST-ის?!
იმედია თქვენს ამ ახალ “ჰობს” სახელმწიფო არ აფინანსებს. თუ კი, მაშინ ჩემს წინა სტატუსს მოვიშველიებ “თურმე დაწყევლილი წრე” არ მთავრდება, გვეგონა ერთი ჭირი მოვიშორეთ, მაგრამ ეს ჭირი თურმე არ გვშორდება…”