28 სექტემბერი, 2015

,,ვეფხისტყაოსანი’’ ახლიდან ითარგმნა

1vefxistkaosaniშოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი” ახლიდან ითარგმნა. ახალი ინგლისური თარგმანის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.

ბოლო 40 წლის მანძილზე ეს არის “ვეფხისტყაოსნის” ერთადერთი ინგლისური თარგმანი, რომელიც 16-მარცვლიანი შაირით შესრულებული პირველი პოეტური თარგმანია.

თარგმანი ამერიკელ მწერალს, პოეტსა და მთარგმნელს ლინ კოფინს ეკუთვნის. მანვე თარგმნა თანამედროვე ქართველი პოეტების გიორგი კეკელიძის, გივი ალხაზიშვილის, ზაზა აბზიანიძისა და დათო ბარბაქაძის პოეზია.

თარგმანის პრეზენტაცია 9 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

პრეზენტაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ლონდონში 4 ოქტომბერს, ქართული ფილმის IV ფესტივალის ფარგლებში, “ვეფხისტყაოსნის” ახალი თარგმანის გამოცემის განხილვაა დაგეგმილი. მთარგმნელი ლინკ კოფინის გარდა, პოემის განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ მწერალი აკა მორჩილაძე და მთარგმნელ-ისტორიკოსი დონალდ რეიფილდი.