2 სექტემბერი, 2015

თინა კანდელაკს უთვალთვალებენ

1tina-kandelakiცნობილი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი სათვალთვალო ობიექტი გახდა. ჟურნალისტი ინფორმაციას თავად ავრცელებს და განმარტავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის.

თინას განცხადებით, მას ნახევარ წელზე მეტია მანიაკი დასდევს. “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე ტელეწამყვანმა მისი ფოტოც გამოაქვეყნა. ის დაახლოებით 45 წლის მამაკაცია, საშუალო სიმაღლის, უკან გადავარცხნილ თმას ატარებს და მოკლე წვერი აქვს.

– კაცი ნახევარი წელია მითვალთვალებს, თვლის რომ ასტრალური კავშირი გვაქვს. უაზრობებს ბოდავს. თავდაცვა შეუძლებელია სანამ თავდასხმის ფაქტი არ იქნება. უაზრობაა სადმე დავრეკო და საჩივარი დავწერო. ბრალს ვერ წავუყენებ. ამიტომ ძვირფასო ნათესავებო, წაიყვანეთ ეს ავადმყოფი და გაუწიეთ დახმარება, რადგან მას აშკარად ესაჭიროება დახმარება, – აცხადებს თინა კანდელაკი.

ტელეწამყვანი მსგავს პრობლემასთან გამკლავებას წლებია ცდილობს. რამდენიმე წლის წინ მას სატელეფონო მანიაკი აწუხებდა, რომელიც გამუდმებით ურეკავდა. სატელეფონო მანიაკი მოგვიანებით უცნობმა მამაკაცმა შეცვალა, ის თინას “მერსედესის” მარკის ავტომობილით სულ თან დაყვებოდა და მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებდა. დევნა მას შემდეგ შეწყდა, რაც ტელეწამყვანმა ამ ამბის შესახებ ტელევიზიის ეთერით საჯარო განცხადება გააკეთა.