The Voice საქართველო ახალ ვიდეოს ავრცელებს

1voisiThe Voice საქართველო შოუს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ახალ ვიდეოს ავრცელებს. მუსიკალური პროექტის მესამე სეზონი 6 ოქტომბერს დაიწყება.

მისი მწვრთნელები ნოდიკო ტატიშვილი, ქეთა თოფურია, ანრი ჯოხაძე და ნუცა შანშიაშვილი არიან, წამყვანები კი ეკა ამირეჯიბი და დუტა სხირტლაძე.

გადაცემის ჩაწერები დასრულებულია. კონკურსანტებმა ბრმა ქასთინგი უკვე გაიარეს და ახლა ერთმანეთთან დაპირისპირების და გამარჯვების მოლოდინში არიან.

შოუს პროდიუსერები მესამე სეზონამდე რამდენიმე დღით ადრე The Voice საქართველოს პრომო-ვიდეოს ავრცელებენ, რომელიც მაყურებელს ახალი სეზონის დაწყებას ამცნობს.

The Voice  საქართველოს პრომო ამერიკული ვოისის მესამე სეზონის ანალოგია.