Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

The Voice საქართველომ მეოთხე მწვრთნელი დაასახელა

9 სექტემბერი, 2015

1voisiThe Voice საქართველომ მესამე სეზონის ბოლო მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.

ფართო საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, პროექტის პროდიუსერებმა ბოლო მწვრთნელიც გაასაჯაროვეს.

მისი ვინაობა კვლავაც ვიდეო-მიმართვით გახდა ცნობილი. მუსიკალური შოუს სამმა უკვე ცნობილმა მწვრთნელმა ანრი ჯოხაძემ, ნუცა შანშიაშვილმა და ნოდიკო ტატიშვილმა მას საჯაროდ მიულოცეს დაბადების დღე და ასეთი ფორმით გაამხილეს, რომ The Voice საქართველოს მეოთხე მწვრთნელი ქეთა თოფურია იქნება, რომელიც დღეს 29-ე დაბადების დღეს და ქორწინების მეორე წლისთავს ზეიმობს.

ქეთა ჯერ საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ ის შოუს მწვრთნელებს მოგვიანებით შეუერთდება.

✌✌✌✌✌✌✌

Posted by The Voice Of Georgia on Wednesday, 9 September 2015