1 სექტემბერი, 2015

The Pulse: ,,ყურადღება! ყურადღება!”

1pulsiჯგუფი ”The Pulse” ფართო საზოგადოებამ “იქს ფაქტორის” მეორე სეზონში გაიცნო. ჯგუფმა და მისმა წევრებმა მსმენელში დიდი მოწონება დაიმსახურა. მართალია, მათ პროექტში გამარჯვება ვერ შეძლეს, სამაგიეროდ, გულშემატკივართა დიდი არმია გაიჩინეს.

ჯგუფს ამჯერად დახმარება ესაჭიროება. ისინი ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებას ავრცელებენ:

“ყურადღება! ყურადღება!

მოსალმების და კოხტაპრუწობის გარეშე გვაქვს სათქმელი რაღაც. ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენ თვითონვე მივხვდით, რომ მარტო კომპიუტერთან ჯდომით ოთხი კაცი იმ მუსიკას ვერ შევქმნით, რაც ჩვენ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ დიჯეები და არც რავი რამე სხვა.

ჩვენ ვართ ბენდი ვისაც სარეპეტიციო სჭირდება, თუ ვერ დავუკარით ცოცხლად და გულღვიძლი არ ამოვიტრიალეთ ისე ვერ გავაკეთებთ ჩვენსას, მაგრამ კვირაში ერთხელ ან ორჯერაც თუნდაც ორი საათით რეპეტიციითაც არ გამოდის არაფერი, თქვენ თვითონაც კარგად იცით.

ხოდა განცხადება გვინდა გავაკეთოთ – მეგობარო ბენდებო, თანამებოთლეებო, მოძმე ერო დაგვეხმარეთ სარეპეტიციოს მოწყობაში, გავიყოთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია, შეგვიკედლეთ სადმე და დასადებს არ დავიშურებთ (მატერიალურს).

ჩვენ ეს სასიცოცხლოდ გვჭირდება, თორემ გაქრა პულსი!”