თბილისში ეთერ კაკულიას ქუჩა გაიხსნება

1eter-kakulias-quchis-gaxsna72 წლის ასაკში გარდაცვლილი ეთერ კაკულიას სახელის უკვდავსაყოფად თბილისში მისი სახელობის ქუჩა გაიხსნება.

ინიციატივა დედაქალაქის მერიას ეკუთვნის. საბოლოო გადაწყვეტილებას კი თბილისის საკრებულო მიიღებს.

ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თბილისის რომელ უბანში იქნება მომღერლის სახელობის ქუჩა, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ ეთერ კაკულიას სახელობის ქუჩა საზეიმო ვითარებაში შემოდგომაზე გაიხსნება და ეს თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში მოხდება.