27 სექტემბერი, 2015

Sparkle-ს ფურორი უკრაინულ იქს ფაქტორში

1sparkleბესო ნემსაძის, გიგი ადამაშვილის და გიორგი ჩიქოვანის შემდეგ, უკრაინული იქს ფაქტორის ჟიური  და აუდიტორია კიდევ სამმა ნიჭიერმა ქართველმა გოგომ აღაფრთოვანა.

ჯგუფი Sparkle ქართველმა მსმენელმა იქს ფაქტორიდან გაიცნო.

ნინი გველესიანი, სალომე მერებაშვილი და ანი ჩხეიძე ქართული იქს ფაქტორის პირველ სეზონში მონაწილეობდნენ, სოფო ტოროშედიძის გუნდში მოხვდნენ და ფინალისტებიც გახდნენ.

ამჯერად გოგონებმა საკუთარი მუსიკალური შესაძლებლობების დემონსტრირება უკრაინულ იქს ფაქტორში გადაწყვიტეს და მეზობელ ქვეყანაში Jessie J-ის Bang Bang იმღერეს.

სალომემ, ნინიმ და ანამ ნამდვილი ფურორი მოახდინეს. მათ ნინო ქათამაძის სკამიდან წამოხტუნება და აცეკვებაც კი შეძლეს.

მუსიკალური ნომრის დასრულების შემდეგ, გოგონებს დარბაზთან ერთად, ჟიურის ოთხივე წევრი ტაშს ფეხზეამდგარი უკრავდა.