10 სექტემბერი, 2015

,,სიმინდის კუნძული’’ საუკეთესოთა შორის მოხვდა

1kunგიორგი ოვაშვილის ფილმმა “სიმინდის კუნძული” კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. 30-მდე საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიას ისიც დაემატა, რომ ფსიქოლოგიური დრამა საუკეთესო ფილმებს შორის დასახელდა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე ავრცელებს:

“ევროპის აკადემიამ 52 საუკეთესო ევროპული ფილმის სია გამოაქვეყნა. მათ შორისაა გიორგი ოვაშვილის “სიმინდის კუნძული”. მინდა ნომინაციაში მოხვედრა და ბერლინიდან 12 დეკემბერს ჯილდოთი დაბრუნება ვუსურვო!”

„სიმინდის კუნძული“ ფსიქოლოგიური დრამაა და მისი ბიუჯეტი 1,5 მილიონი ევროა. ფილმი 6 ქვეყნის – საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქციაა და 30-მდე საერთაშორისო პრიზის, მათ შორის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის – ბროლის გლობუსის მფლობელია.