ქართველმა პიანისტმა გრანპრი მოიგო

1iveri-kekenadzeთურქეთის ქალაქ მარმარისში კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი ”მომავლის ვარსკვლავები” ჩატარდა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კონკურსანტებთან ერთად, საქართველოს წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, მთავარი პრიზი – გრანპრი ქართველ კონკურსანტს, 17 წლის პიანისტს, ივერი კეკენაძეს გადაეცა. გრანპრისთან ერთად მას მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორის ირინა ოსიპოვას სპეციალური პრიზიც მიანიჭეს.

ინფორმაციას კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ავრცელებს:

“მარმარისის კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე გრან-პრის მფლობელი გახდა ახალგაზრდა ქართველი პიანისტი ივერი კეკენაძე. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას და მოხარული ვარ რომ მის საშემსრულებლო პროგრამაში ჩემი ნაწარმოებიც შედიოდა ბლიუზი (საფორტეპიანო ციკლიდან “უკანასკნელი რომანტიკოსი”), რომელიც მან გალა კონცერტზე შეასრულა.”

1qartveli-pianistis-granpri