ქართველი მსახიობი რუმინეთში დააჯილდოვეს

1mari-kitiaრუმინეთის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “პატარძლები” ჟიურის ყურადღების მიღმა არ დარჩა და მასში მონაწილე მსახიობი მარი კიტია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა.

გრიბოედოვის თეატრის მსახიობი მარი კიტია ფილმში 30 წლის დალაქის როლს ასრულებს, რომელსაც ორი შვილი – გოგო და ბიჭი ჰყავს. ბიჭს ჰგონია, რომ მამა ერაყში მსახურობს, გოგოს კი მამა ნელ-ნელა ავიწყდება. ნუცას მეუღლე გოგა პატიმარია და ის ციხეში სასჯელს იხდის.

იმის გამო, რომ ახალი კანონით პაემანის უფლებით მხოლოდ ხელმოწერილი მეუღლეები სარგებლობენ, ნუცა გადაწყვეტს, თავის ქმართან ხელს გისოსებს მიღმა მოაწეროს.

მარი კიტიასთვის ეს უკვე მესამე საერთაშორისო ჯილდოა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის თინათინ ყაჯრიშვილის ”პატარძლებში”.