ქართველი კომპოზიტორი საუკეთესო კინოკომპოზიტორის ნომინაციაშია

1levan-basharuliგერმანიაში 2015 წლის კინომუსიკის დაჯილდოების ცერემონიალი Deutscher Filmmusikpreis 2015 იმართება, სადაც ნომინანტთა შორის ქართველი კინოკომპოზიტორიც მოხვდა. წლის დაჯილდოებაზე 4 ნომინაციაა დაწესებული: საუკეთესო მუსიკა ფილმში, საუკეთესო პოპ ნომერი ფილმში, საუკეთესო წლის ახალგაზრდა კომპოზიტორი და წლის დამსახურებული მოღვაწე კომპოზიტორი (უფროსი თაობიდან).

პირველ და მეორე ნომინაციაში გამარჯვებულის გამოვლენა კონკურსის პრინციპით ხდება. მესამე და მეოთხე ნომინაციაში საუკეთესოებს ცნობილი გერმანელი კომპოზიტორებისაგან დაკომპლექტებული ჟიური ირჩევს და ასახელებს წლის ნომინანტებს.

30 წლის ლევან ბაშარული წარდგენილია ნომინაციაში წლის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორი.

ლევან ბაშარული:

“რამდენიმე ჟიურის წევრს მოსმენილი ჰქონდა ჩემი სიმფონიური პოემა “ომის შემდეგ” მიუნხენის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით. ასევე მხატვრული ფილმი “ლუის ტრენკერ”, რომლის პრემიერა მიუნჰენის კინოფესტივალზე გაიმართა. წლის ამ ნომინაციაში ჩემი დასახელება ორ ახალგაზრდა კომპოზიტორთან ერთად მოხდა.”

Deutscher Filmmusikpreis 2015-ის დაჯილდოების ცერემონია 9 ოქტომბერს გაიმართება.