26 სექტემბერი, 2015

ნინო სურგულაძე დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება

1nino-surguladze12მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარება. საოპერო მომღერლის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” ერთ-ერთი ბოლო კონცერტიდან შემოსული თანხით 4 ბავშვს გაუწვდის დახმარების ხელს და მათ მკურნალობას დააფინანსებს.

ნინო სურგულაძემ და მისმა ფონდმა “ნატვრის ხე” უკვე რიგით მესამე მასშტაბური საქველმოქმედო გალაკონცერტი ჩაატარა და მასში მსოფლიოს ცნობილმა საოპერო ვარსკვლავებმა სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს მონაწილეობა.

ამავე კონცერტზე იმღერა “ნატვრის ხის” დახმარებით განკურნებულმა მეცო სოპრანო ნინო ჩიქოვანმაც.

ფონდ „ნატვრის ხის“ დახმარებით და ნინო სურუგლაძის მიერ მოწვეული მსოფლიო ვარსკვლავების სიკეთისთვის გაერთიანებით უკვე 12 ბავშვის სიცოცხლე გადარჩა.