მსოფლიოს ყველაზე პატარა მოდელი დაუნის სინდრომით

1modeli-daunis-sindromitმსოფლიო მოდის ინდუსტრია სულ უფრო აქტიურად ცდილობს სიახლეები შესთავაზოს საზოგადოებას, ათასგვარ ნოვაციას ამკვიდრებს და თამამ გადაწყვეტილებებსაც არ ერიდება.

პოდიუმზე უკვე გაიარა დაუნის სინდრომის მქონე მოდელმა, რომელიც მაშინვე მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად “არტინფო” მოდელს – კონი-როუზ სიბორნს გაგაცნობთ, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს.

მას უკვე კონტრაქტები აქვს სამოდელო სააგენტოებთან და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი მომაჯადოებელი ღიმილის დამსახურებაა.

კონის ხშირად ანებივრებდნენ კომპლიმენტებით და მის დედასაც ურჩევდნენ გოგონას ფოტოები სამოდელო სააგენტოებში გაეგზავნა. მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა – სამყაროს უკვე ჰყავს პატარა მოდელი დაუნის სინდრომით, რომლის პოპულარობაც დღითიდღე იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ კონი პატარაა, ის ფოტოსესიების დროს ყველა მითითებას ასრულებს და ძალიან უყვარს პოზირება:

1modeli1

“როცა ორსულად ვიყავი, ექიმები მაფრთხილებდნენ, რომ არსებობდა მაღალი რისკი ბავშვის დაუნის სინდრომით დაბადებასთან დაკავშირებით და ტესტის გაკეთებას მთავაზობდნენ, მაგრამ ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ოჯახის ყველა მეგობარი, ვისაც ამ სინდრომის მქონე ბავშვი ჰყავს, მხოლოდ პოზიტივით არის დამუხტული. იმდენი დადებითი ენერგია მოდის ჩვენსკენ, რომ კონის დიაგნოზი ჩვენთვის პრობლემა არ არის. ეს არის ბავშვი, რომელიც უბრალოდ უნდა გიყვარდეთ. როგორც კი კონის მობეზრდება ეს საქმიანობა, ჩვენ მაშინვე დავასრულებთ სამოდელო კარიერას,” – ამბობს კონის დედა.

1modeli2