3 სექტემბერი, 2015

მოზარდმაყურებელთა თეატრი სომხეთში მიიწვიეს

1mozardi-somxeTSiნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი სომხეთში მიიწვიეს.

თეატრის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ქართული თეატრი მიწვეულია საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც 5-დან 11 სექტემბრამდე ქალაქ ვანაძორში გაიმართება.

თუმანიანის სახელობის საერთაშიორისო საბავშვო თეატრების ფესტივალი „ზღაპრების დღე“ მეათედ აიღებს სტარტს.

ფესტივალზე თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი ბესო კუპრეიშვილის სპექტაკლით „მზის სხივი“ 6 სექტემბერს წარსდგება.