27 სექტემბერი, 2015

,,მოირა’’ სან სებასტიანის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

1moira-daajildovesლევან თუთბერიძის ფილმი “მოირა” სან სებასტიანის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა. სწორედ ამ კინოფესტივალზე შედგა ფილმის საერთაშორისო პრემიერა.

ფილმმა, რომელიც საქართველომ ოსკარზე წარადგინა, მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კინოფესტივალზე პირველი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა. ლევან თუთბერიძის ნამუშევარმა Signis Award დაიმსახურა.

„მოირა“ ზღვისპირა ქალაქში მცხოვრებ ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება. ფილმში პაატა ინაური, ზაზა მაღალაშვილი, ქეთი ცხაკაია, ჯანო იზორია, ლილი ხურითი, დავით ხურცილავა, ირაკლი სანაია და ბაჩი ლეჟავა მონაწილეობენ.