7 სექტემბერი, 2015

მებო ნუცუბიძის სპეციალური მიმართვა ფანებს

1mebos-bolo-koncertiმომღერალი მებო ნუცუბიძე მსმენელმა ”ჯეოსტარიდან” და ”იქს ფაქტორიდან” გაიცნო. უკრაინულ ”ვოისში” კი მან ნამდვილი ფურორი მოახდინა და ქართველი გულშემატკივრების არმიას უკრაინელი ფანების არმიაც დაამატა.

მებომ მისი გულშემატკივრებისთვის საკმაოდ არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო და დააანონსა, რომ ბოლო კონცერტს გამართავს. ინფორმაციას მომღერალი თავად ავრცელებს და თავის ერთგულ მსმენელს სპეციალური განცხადებით მიმართავს.

მებო ნუცუბიძე:

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, პარასკევს, 11 სექტემბერს, არტ ავენიუში, ამ წლის ბოლო კონცერტს გავმართავ.

გარკვეული პერიოდით აღარ მექნება კონცერტები და ეს პერიოდი შეიძლება დიდი ხანიც გაგრძელდეს.

ძალიან მინდა, რომ იქამდე კიდევ ერთი სასიამოვნო და დაუვიწყარი საღამო გავატაროთ და ბევრი ვიმღეროთ ერთად.”