მაია ბარათაშვილი ტერორიზმის წინააღმდეგ

1maia-baratashviliმომღერალი მაია ბარათაშვილი მსოფლიოში გამეფებულ და გააქტიურებულ ტერორიზმს უპირისპირდება და მის წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებების გატარებას იწყებს. მომღერალი მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილთან ერთად ბათუმში 11 სექტემბერს სპეციალურ კონცერტს ჩაატარებს8 სალონურ საღამოს “არა ტერორს” ეწოდება.

მაია ბარათაშვილი:

“11 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში და მთელს მსოფლიოში, ამიტომ ჩვენი კონცერტის დევიზია „არა ტერორს“. ამ კონცერტს ინტერაქტიული ხასიათი და ინტერვიუს სახე ექნება. მაყურებელს შევთავაზებთ არა მხოლოდ მუსიკალურ პროგრამას, არამედ ჩემი და ზაზას მრავალწლიანი მუსიკალური გამოცდილებიდან საინტერესო ამბებს, რომლებმაც ჩვენი კარიერის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. კონცერტზე შევასრულებთ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. ზაზა მარჯანიშვილი 20 წელი ახალ ორლეანში ცხოვრობდა, მეც ძალიან ხშირად მიმუშავია ამერიკაში და ამიტომ ჩვენს მიერ „აღმოჩენილი“ ამერიკის შესახებაც მოვუყვებით მსმენელს.”