17 სექტემბერი, 2015

Lizi Pop-მა რეკორდი მოხსნა

1lizi-popგასული წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველმა მონაწილემ Lizi Pop-მა, იგივე ლიზი ჯაფარიძემ რეკორდი მოხსნა. მან ევროფესტივალზე მალტაში წარადგინა სიმღერა Happy Day, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა.

სიმღერის ავტორი მაშინვე დაადანაშაულეს პლაგიატში და Miley Cyrus-ის ჰიტის Wrecking Ball-ის ერთი-ერთში გადამღერებაში დაადანაშაულეს.

ბრალდებების მიუხედავად, Lizi Pop-ის სიმღერა პოპულარული გახდა და მან რეკორდიც მოხსნა.Lizi Pop-ის Happy Day საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ყველაზე ნახვადი მუსიკალური ვიდეოკლიპია.

ამ დროისათვის ქართველი კონკურსანტის ვიდეორგოლს youtube-ში 2.808.600-ზე მეტი ნახვა აქვს.