ლანა ღოღობერიძე დააჯილდოვეს

1lana-gogoberidzeრეჟისორი ლანა ღოღობერიძე დააჯილდოვეს. არაერთ საერთაშორისო პრემიასა და ჯილდოს, რომელიც ქართველ ხელოვანს მიღებული აქვს ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო, კიდევ ერთი საპატიო პრიზი შეემატა.

87 წლის რეჟისორი ბათუმში გამართული საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზით – ოქროს ზღვისცხენით დაჯილდოვდა. ეს ჯილდო მან კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიიღო.

ლანა ღოღობერიძესთან ერთად ფესტივალის მთავარი პრიზის  – ოქროს ზღვისცხენის მფლობელები გახდნენ რეჟისორი და მსახიობი ბაადურ წულაძე და მსოფლიო კინოს ვარსკვლავი ნასტასია კინსკი.