9 სექტემბერი, 2015

კახი კავსაძე დეზინფორმატორების მსხვერპლია

1kaxi-kavsadzis-dezinforქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავს კახი კავსაძეს დეზინფორმაციას უვრცელებენ. მსახიობი, რომელმაც 80 წლის იუბლე იზეიმა და რუსთაველის თეატრის 137-ე სეზონის გახსნაშიც აქტიურად არის ჩართული, დეზინფორმატორების მსხვერპლი გახდა.

რუსთაველის თეატრის მსახიობის ზურა შარიას ინფორმაციით, კახი კავსაძე თავს გადასარევად გრძნობს და ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს.

ზურა შარია:

“კახი კავსაძე გადასარევად გრძნობს თავს! ერთ-ერთ ვებ-გვერდს დეზინფირმაციის გავრცელებისათვის (თითქოს ბატონი კახი ამ დილით გულის შეტევით გარდაიცვალაო) პასუხი უნდს მოეთხოვოს!!!! საერთოდ მდგავსი უგვანობა გახშირდა სოციალურ ქსელში და სათანადო სანქციები აუცილებლად უნდა გატარდეს!!! ვებ-გვერდების რეიტინგის ასამაღლებლად საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებზე ავრცელებენ გადაუმოწმებელ თავზარდამცემ ინფორმაციას მათი გარდაცვალების თაობაზე. ცოტა ხნის წინ მურმან ჯინორიაზე დაწერეს და ა.შ. ასეთ ვებ-გვერდებს საერთოდ უნდა აეკრძალოს არსებობა და მკაცრი ფინანსური ჯარიმებიც უნდა დაედოს!!!!!!!”