4 სექტემბერი, 2015

გიორგი დათიაშვილი მამა გახდა

1datiashviliმომღერალი გიორგი დათიაშვილი მამა გახდა. მან ეს ბედნიერება უკვე მეორედ განიცადა.

დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს. მომღერალმა ეს სასიხარულო ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და ახალშობილის ფოტოც გამოაქვეყნა.

გიორგის მეუღლე “ავტორადიოს” წამყვანი გვანცა გადაბაძეა. წყვილმა 2011 წელს იქორწინა.

პირველი ბიჭის გიკას შემდეგ მათ მეორეც ბიჭი შეეძინათ. მშობლებმა პატარას დათი დაარქვეს.