16 სექტემბერი, 2015

გიგი ლორია: ,,მსახიობობა ცხოვრებაა, რომლის გარეშეც არ შემიძლია’’

1gigi-loriaვებგვერდი “artinfo.ge” და პანტომიმის სახელმწიფო თეატრი pantomime.ge იწყებს ერთობლივ პროექტს, სადაც ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნობს პანტომიმის თეატრის მსახიობებს.

გიგი ლორია 24 წლისაა, დაოჯახებული. განათლება: საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, პანტომიმის მსახიობი.

2010 წლიდან დღემდე არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული სპექტაკლებში „სტუმარ-მასპინძელი“, „კიდევაც დაიზრდებიან“, „ტერენტი გრანელი“, „წმინდა გიორგი“, „ქრისტე”, “სამყარო“, სონეტები“, „STOP AIDS“, „ტიტუსი“, „ოცნება და სინამდვილე“, „ფიროსმანი მეფე“, „დონ ჟუანი“, „პროლოგი“, „წიგნი“, „საქართველო ლამაზო“, „დუმილის პოეზია“, „დანკოს გული“.

გიგი ყოველთვის სიამოვნებით საუბრობს თავის საყვარელ პროფესიაზე და აღნიშნავს, რომ მსახიბობა მისთვის ცხოვრებაა, რომლის გარეშეც არსებობა არ შეუძლია.

გიგი ლორია:

– მსახიობობა არის ცხოვრება, რომლის გარეშეც არსებობა არ შემიძლია, შესაბამისად, პანტომიმის თეატრი არის თვითგამოხატვის საშუალება და ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ვმოძრაობ, ვცეკვავ, პანტომიმის თეატრში შემთხვევით მოვხვდი, მომეწონა, შემიყვარდა და დავრჩი. გამოცდილებისათვის პანტომიმის თეატრის რეპერტუარიდან ყველა სპექტაკლი საინტერესოა და თამაშის დროს ყოველთვის განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს.

– რა არის ყველაზე დიდი სირთულე პანტომიმის სფეროში მუშაობის დროს?

– პანტომიმის სირთულეა ფლობდე სხეულს.

1gigi-loria3

– რომელი პანტომიმის მსახიობია თქვენი რჩეული?

– ამირან შალიკაშვილი, კირა მებუკე, ჩარლი ჩაპლინი, ჯერი ლუისი, დებიურო, მიშელი.

– რა განსხვავებას ხედავთ ევროპულ და ქართულ პანტომიმას შორის?

– განსხვავებაა სტილი და მოძრაობა, რომელიც გამოიხატება სპექტაკლებში, ნოველებში, რეჟისურაში, მხატვრობაში და მუსიკაში.

– საოცნებო როლი გაქვთ?

– ტერენტი (ტერენტი გრანელი), ჯოყოლა (სტუმარ-მასპინძელი), ეშმაკი (სამყარო).

– რას უსერვებთ პანტომიმის სახელმწიფო თეატრს?

– პანტომიმის თეატრის და პლასტიკის ცენტრის აშენებას, ბევრი სხვადასხვა სტილის რეჟისორების მოწვევას, მასტერკლასების ჩატარებას და უამრავ წარმატებულ პრემიერას.

1gigi-loria4