27 სექტემბერი, 2015

გია ყანჩელს ბრიუსელში ელოდებიან

1gia-yancheli-briuselshi2015 წელი გია ყანჩელისთვის საიუბილეოა. გენიალურ ქართველ კომპოზიტორს 80 წელი შეუსრულდა. ეს თარიღი მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით 2015 წლის 22 აგვისტოს ბერლინის “კონცერტჰაუზში” გახსნა გია ყანჩელის საიუბილეო წელი.
შემდეგი გაჩერებაა ბრუსელი BOZAR – ნატიფი ხელოვნების სასახლე, სადაც ქართველ მუსიკოსებს და იუბილარ კომპოზიტორს 28 სექტემბერს ელოდებიან.

ბელგიაში – სწორედ იმ ქვეყანაში, სადაც გია ყანჩელი წლების მანძილზე ცხოვრობს და მოღვაწეობს, გაიმართება მორიგი საიუბილეო კონცერტი და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი. კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს.

საიუბილეო კონცერტზე კომპოზიტორის ვოკალური და კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები შესრულდება.