გალაკტიონის და ტიციანის სახლ-მუზეუმები უმძიმეს მდგომარეობაშია

1galaktioni-da-ticianiსოფელ ჭყვიშში მდებარე გალაკტიონ და ციტიან ტაბიძეების სახლ-მუზეუმები უმძიმეს მდგომარეობაშია. მომავალ წელს პოეტების მეფის დაბადებიდან 125 წელი სრულდება, სახლ-მუზეუმები კი ყველანაირად მოუწესრიგებელია და სათანადოდ ვერ შეხვდებიან ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღს.

ჭყვიშში გალაკტიონის სახლ-მუზეუმის გვერდით, ტიციან ტაბიძის მემორიალური სახლია. ორივე შენობაში საგანგაშო მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ შენობები ავარიულია და არავითარი პირობები არ არის ექსპონატების შესანახად, რესტავრაციას საჭიროებს იქ დაცული მასალებიც.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმში. შენობა, რომელიც 20 წლის წინ აშენდა, რემონტსაც აღარ ექვემდებარება.