Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

Fest i Nova 2015 იწყება

19 სექტემბერი, 2015

1fest-i-novaარტ-ვილა გარიყულაში ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი Fest i Nova 2015 იწყება. წლევანდელი ფესტივალი თანამედროვე ხელოვნების რეგიონული ცენტრის არტვილა გარიყულას დაარსებიდან 15-ე წლისთავს ეძღვნება.

საიუბილეო ფესტივალის თემაა G-15 – გადატვირთვის ფიზიკური ფენომენის მეტაფორა, რომელიც არტ-ვილას განვლილ ისტორიას ასახავს. წლევანდელმა ფესტივალმა ქართველებთან ერთად, მსოფლიოს ათი ქვეყნიდან ჩამოსული ხელოვანები გააერთიანა: აშშ, საფრანგეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ლიტვა, ლატვია, რუსეთი, აზერბაიჯანი, ირანი. 70 კაციანი საერთაშორისო არტისტული კომუნა, უკვე თვეზე მეტია, ფესტივალისთვის ემზადება და არტ-ვილა გარიყულაში, თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ფორმატში ქმნის ნამუშევრებს.

არტისტებთან ერთად ფესტივალში ჩართულია თანამედროვე ხელოვნების ქართული და უცხოური ინსტიტუციები.

Fest i Nova 2015 G15 შარშან დაწყებული კონცეპტუალური პავილიონების თემას აგრძელებს. წელს პირველად გაიხსნება აზერბაიჯანული და უკრაინული პავილიონები. ფესტივალს დაასრულებს საბინა შიხლინსკაიას საგამოფენო პროექტი ილუზიები, რომლის ჩვენება თბილისის თბოელექტროცენტრალის ძველ ნაგებობაში მოხდება.

არტ ვილა გარიყულა თანამედროვე ხელოვნების პირველი რეგიონული ცენტრია საქართველოში, რომელიც 2000 წელს, თბილისელი მხატვრისა და პედაგოგის, ყარამან ქუთათელაძის ინიციატივით, კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში დაფუძნდა.