17 სექტემბერი, 2015

ესტონეთის თეატრი თბილისში ჩამოდის

1estoneTis-Teatriესტონეთის ეროვნული თეატრი “ვანემუინე” თბილისში ჩამოდის. თეატრის დასი საქართველოს დედაქალაქში ერთდღიან გასტროლს გამართავს.

სტუმრები სპექტაკლს 19 სექტემბერს გრიბოედოვის თეატრის მცირე სცენაზე ითამაშებენ. მსახიობები თბილისელი მაყურებლის წინაშე ავთო ვარსიმაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლით “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!” წარსდგებიან, რომელიც ქართველმა რეჟისორმა ესტონეთის ქალაქ ტარტუში გასულ წელს დადგა.

“მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!” თავისუფალი თეატრის რეპერტუარშიც არის, მისი რეჟისორიც ავთო ვარსიმაშვილია და ის ნიკო გომელაურისთვის ბოლო სპექტაკლი აღმოჩნდა.