ბულგარეთში პირველი პრემია ქართველ მომღერალს მიანიჭეს

1lasha-morchiladzeბულგარეთში ვარნა-ალბენას საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია ქართველმა ხელოვანმა მოიგო. მას გამარჯვება ვაჟა აზარაშვილი ბალადამ და Michael Jackson-ის სიმღერამ ”Men in the mirror” მოუტანა.

ინფორმაციას პიანისტი და არტ აკადემიის დამაარსებელი ვალერიან შიუკაშვილი ავრცელებს:

“ძვირფასო მეგობრებო! ახლა ვიმყოფებოდით ბულგარეთში საერთაშორისო კონკურსზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ანა-ბანას მოსწავლე, გიორგი ცაბაძის კონკურსის გრანპრის მფლობელი, ხელოვნების აკადემიის სტიპენდიატი ლაშა მორჩილაძე, რომელმაც ვარნა-ალბენას საერთაშორისო კონკურსზე ძალიან დიდი წარმატება ანუ პირველი პრემია და ლაურეატობის წოდება მოიპოვა… გილოცავთ!”