5 სექტემბერი, 2015

ბუბა კიკაბიძე: ,,ამ ტანჯვის ღირსი არ ვიყავი”

1buba-kikabidzzzze– ამ ტანჯვის ღირსი არ ვიყავი, – აცხადებს მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

ბუბა კიკაბიძე რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის გადაცემა Мужское/Женское-ს მთავარი გმირი აღმოჩნდა. გადაცემის ჟურნალისტი იულია ბარანოვსკაია სპეციალური ვიზიტით ჩამოვიდა თბილისში და ხელოვანთან სხვადასხვა თემაზე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

სწორედ ამ გადაცემაში აღიარა ბუბა კიკაბიძემ, რომ უკურნებელი სენით არის ავად და სიცოცხლის ბოლომდე მისით ტანჯვა მოუწევს.

ბუბა კიკაბიძე:

“ბევრი ოპერაცია გამიკეთდა მაშინაც კი, როცა იმედებს არ იძლეოდნენ. თვითონ ვაწერდი ხელს, რომ პასუხისმგებლობას ვიღებდი ყველაფერზე, ოღონდ ოპერაცია გაეკეთებინათ. ახლა დიალიზზე ვარ. ეს კეთდება მაშინ, როცა თირკმელი არ მუშაობს და მის მაგივრად მუშაობს დანადგარი. ეს სიცოცხლის ბოლომდე მჭირდება. ეს ისეთი უცნაური დაავადებაა, სისხლი არ იწმინდება. ამით არ უნდა დავავადებულიყავი. არ ვიყავი ასეთი ტანჯვის ღირსი, ალბათ რაიმე ცოდვა მაქვს. ამდენი ავადმყოფობაა და რაღა ეს დამემართა, რომელიც უკურნებელია?!”